|
2023-10-04 17:24:32, 631 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ხვალ რომ კობახიძე იყოს პრეზიდენტი, მასზეც გავრცელდება ის განმარტებები, რასაც სასამართლო ახლა შეიმუშავებს
რასაც სალომე ზურაბიშვილზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე - ხვალ რომ ირაკლი კობახიძე იყოს პრეზიდენტი, მასზეც გავრცელდება ის დეფინიციები და ის განმარტებები, რომელსაც სასამართლო ახლა შეიმუშავებს,- ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. ჩუგოშვილმა, სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებამ და პარლამენტმა უნდა იფიქროს. "პარლამენტი, რომელიც ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მისი თანამდებობიდან გადაყენებას, იცით, რაზე ვიფიქროთ? პარლამენტმაც მინდა ამაზე იფიქროს, ჩვენ ახლა რასაც სალომე ზურაბიშვილზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე - ხვალ რომ ირაკლი კობახიძე იყოს პრეზიდენტი, მასზე გავრცელდება ის დეფინიციები და ის განმარტებები, რომელსაც სასამართლო ახლა შეიმუშავებს. ამიტომ, ასე შეხედონ. ირაკლი კობახიძე - თქვენ ასეთი განმარტება გინდათ? - რომ დაგირეკავთ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობას უნდა დაელოდოთ და ორი კვირის მერე გადაურეკოთ იმ პრეზიდენტს და ასე განახორციელებთ ეფექტურად მთავრობის მეთაურის საქმიანობას? პირველკურსელებიც მიხვდებიან, იმედია, რა ხარისხის დემაგოგიასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს. სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)