20:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 13:39:40, 665 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე - ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე, ნუ მიიღებენ მონაწილეობას ივანიშვილის თამაშებში

ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ დაესწროს.

„არ დაგვავიწყდეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებს; პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიიღოს უპირობოდ ზელენსკის, მაკრონის ევროსაბჭოს რეზოლუციების თანახმად, ამერიკამ უნდა დაადასტუროს ხომ პირდაპირ, „ეფესბეს“ აგენტურამ წარუდგინა ბრალი სააკაშვილს და სანქცირებულებმა გამოუტანეს განაჩენი - ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის ობიექტურად არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს. ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვთქვით, რომ საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში",- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics