2023-10-04 13:08:54, 921 ნახვა
სამართალი
„კანვასის“ დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს
"კანვას - საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მელაძე ავრცელებს.
როგორც "კანვასის" დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართება.
"მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!"- წერს მელაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
მელაძის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
"ჩაბარდა უწყება. დაიკითხება მაგისტრი მოსამართლის წინაშე. დრო განსაზღვრული ჯერ არ არის",- ამბობენ სუს-ში.

ავტორი: ექსპრესნიუსი,