09:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 12:12:33, 857 ნახვა

მსოფლიო
DW - გერმანია 6 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, არალეგალი მიგრანტების სწრაფ დეპორტაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

გერმანია საქართველოსთან, მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთსა და ყირგიზეთთან "მიგრაციული პარტნიორობის" შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, "საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის". 

"2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნით 7 405 განცხადება შეიტანეს, მოლდოვას მოქალაქეებმა - 2 124. გარდა ამისა, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს თბილისისა და კიშინიოვის მთავრობებმა",- წერს Deutsche Welle.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics