22:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 22:13:50, 676 ნახვა

საზოგადოება
ლანჩხუთის მერია - ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა

სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა.

მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა

"აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია", - წერს მერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics