|
2023-10-03 14:49:42, 606 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია „ოცნებას“ - პრეზიდენტს ებრძვით იმიტომ, რომ სტატუსის მიღების გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობდა
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს ასევე უთხრა, რომ "სრულად უსაფუძვლო არგუმენტებით აფუჭებენ ურთიერთობას საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოსთან, სერბეთთან". "თქვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეთ პროცესი, სადაც ყველანაირად ადასტურებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. თქვენ საქართველოდან გააძევეთ სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პრაქტიკულად, სრულად უსაფუძვლო არგუმენტებით ურთიერთობას აფუჭებთ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან. თქვენ დაიწყეთ რეპრესიები სახელოვნებო სფეროში საუკეთესო ტოტალიტარული კომუნისტურ სტილში და ამას აგრძელებთ კონსერვატორიაში. თქვენ შექმენით ხვრელი საქართველოში სანქციების თავის არიდებისთვის და თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც გასაუქმებელია",- განაცხადა კორძაიამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)