02:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 13:08:52, 705 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის, რაზეც აქცენტი კეთდება - პროვოკაციების მოწყობაა

იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ქვეყანას ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, იმიტომ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი რაზეც აქცენტი კეთდება ეს არის პროვოკაციების მოწყობა და სწორედ ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის, რაც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს დღეს კვლავ უდგას დღის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.

„საბოლო ჯამში, მათი არჩევანიც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ობიექტურად, ყველა შეფასებით, გაცილებით წინ არის მთელ რიგ საკითხებში, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ, რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე.

ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად მთელ სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო. მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მაინც მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ",- განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics