02:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 14:20:32, 811 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს

პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის კონკრეტული ქმედების წახალისება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

„შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის დარღვევა ევროინტეგრაციის პროცესის საპირწონე ვერ იქნება.

„შემაშფოთებელია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს. ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ კარგია ევროპა, სადაც სამართლიანობაა, პატივს სცემენ კანონს, კონსტიტუციას. ამ დროს, გამოდიან რადიკალები - ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics