|
2023-10-02 09:31:49, 770 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ 1-ელი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობა 43 330 ამომრჩეველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა კი, დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 35.24% მივიდა. "ამ დროისთვის საარჩევნო უბნების საქმიანობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი. შედგება შემაჯამებელი ოქმები. ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით, საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა სულ 43 330 ამომრჩეველმა მიიღო. მაღალი აქტივობა დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 35.24% მივიდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია გაიარა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 16-მა და 23 ადგილობრივი ორგანიზაციის 426-მა დამკვირვებელმა, ასევე საარჩევნო სუბიექტების 178-მა წარმომადგენელმა. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით კი, აკრედიტაცია მედია ორგანიზაციების 158 წარმომადგენელმა გაიარა. ახლა კი გაგაცნობთ 103 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 34 მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) -1 344 ხმა № 41 გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) -19 032 ხმა რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგი შემდეგია: № 41 გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) 14 450 ხმა",- განაცხადა კალანდარიშვილმა.
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)