|
2023-09-30 13:27:38, 756 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ, პენსიონერებს სესხები უნდა გაუნულდეთ
საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ უნდა დასრულდეს, პენსიონერებს უნდა გაუნულდეთ სესხები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა ფორუმზე განაცხადა. პენსიონერთა ფორუმზე განიხილება კამპანიის ინიციატივები - საპენსიო სესხის გაუქმებასა და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევაზე. “ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში და 400-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს პენსია და დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომაც არის ფორუმი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ. მეორე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)