|
2023-09-30 11:09:38, 624 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების მოდელი" გახსნის ღონისძიებას დაესწრო
გასულ წელს, საქართველოში პირველად, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე დაიწყო პროცესის აღსრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტატუსის მქონე ტერიტორიებს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების მოდელი" ფარგლებში, შეიქმნება მმართველი ორგანო. პროექტის მიზანს კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტს, გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMUV) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)