|
2023-09-29 17:36:41, 838 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე წარმოებაში არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე წარმოებაში არ მიიღო. სასამართლომ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დასაშვებად არ ცნო. ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. "15 სექტემბერს განიხილა სასამართლომ როგორც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები, ასევე პროკურატურის მიერ წარდგენილი. 6 თვის თავზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საჩივრები არ იქნეს ცნობილი დასაშვებად. არ იყო მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე ადრე თუ გვიან დამთავრდება აუცილებლად სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, იყო წინაპროცესუალური სამართლებრივი მომენტები, რის გამოც ეს საქმე უზენაესი სასამართლოს განხილვის ღირსი უნდა გამხდარიყო. ამ ბრალდებასთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ამოიწურა ქართულ სამართლებრივ სივრცეში ეს საკითხი. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შესაძლებლობას",- აცხადებს წერეთელი. ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. "ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა. დამთავრდა იმით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ ე.წ. ფულის გათეთრების ნაწილში. მათ არ აქვთ ნასამართლეობა. ერთადერთი, რაც აქ დარჩა, არის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობით რაღაც შენიღბული ვითომდა თაღლითობა, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში",- ამბობს კორძაძე. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 12 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ მოუწიათ. 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)