10:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 09:36:28, 653 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება

უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორ სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არა მხოლოდ უკრაინის ამბიცია, არამედ ევროპის უსაფრთხოების "ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი" პერსპექტივაა.

„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას",- თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 28 სექტემბერს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics