|
2023-09-27 16:29:01, 786 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა
ყოველ წელს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს აღვნიშნავთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, უპირველესად, გვახსენდება, ჩვენი ქვეყნისთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული 27 სექტემბერი - ეს არის სოხუმის დაცემის, მაგრამ, ამავდროულად, გმირობის, თავდადების, გაუტეხელობის, სამშობლოს სიყვარულის დღე და ალბათ სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოს ძალიან სჭირდება მშვიდობა ერთიანობისთვის, ერთმანეთთან მეგობრობისთვის, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების დაფასებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ზოგადად, ტურიზმი ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს პროფესიული დღე მიულოცა და ნაყოფიერი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ტურიზმის მსოფლიო დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) 1979 წელს დააფუძნა და ის ყოველწლიურად, 27 სექტემბერს აღინიშნება. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობა ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტრადიცია და აღსანიშნია, რომ დღეს, გლობალიზაციის საუკუნეში, ტურიზმი ჩვენთვის არის არამხოლოდ ამ ტრადიციების დაფასება და პატივისცემა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. „ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული შემოსავალი - 1, 8 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს ეს ციფრები ოთხ მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით ტურიზმის ხელშეწყობისთვის, საქართველო მასპინძლობს მილიონობით სტუმარს, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობას ეცნობა და აღიარებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმის ინდუსტრია, განვითარდეს სერვისები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მსოფლიო რუკაზე საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი საუკეთესო ტურისტული ქვეყნების სიაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ დღეს, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. „ეს არის ჩვენი ქვეყნის, როგორც წარმატებული ტურისტული ბრენდის მორიგი აღიარება საერთაშორისო არეალზე და პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს წარმატება არ გვექნებოდა, რომ არ გვყავდეს ძლიერი კერძო სექტორი, რომელთანაც ძალიან აქტიურად, ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)