02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 10:48:37, 693 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში, 35-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი - საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით.

„წელს პირველად, ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული მასტერკლასებიც, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გასცნობოდა თექაზე მუშაობის, აქსესუარების დამზადებისა და ელექტროობის სისტემების ტექნიკებს.

დღესვე, ფორუმის პარალელურად  ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასეთი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად  გაიმართა.

აღსანიშნავია რომ ვინც ფორუმზე დასწრება ვერ მოახერხა, ფორუმზე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიების გაცნობა შეუძლია დასაქმების სააგენტოს გორის სერვის ცენტრში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics