04:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 10:18:29, 1322 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს - არიან დაშავებულები

რუსეთი წუხელ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ისევ დაესხა თავს. 

როგორც უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით იტყობინება, დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო და დაშავდა 2 მამაკაცი.

"იზმაილის რაიონში, პორტის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა დაზარალდა. დაშავდა 2 მძღოლი. ერთს ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მეორე კი, ხელის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს",- აცხადებს კიპერი.

მისივე თქმით, ადგილზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, რუსები ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას 25 სექტემბრის ღამესაც დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობის შენობები დაზიანდა, გარდა ამისა, განადგურდა მარცვლეულიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics