21:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 21:42:56, 708 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომხეთის ხელმძღვანელობა შეცდომას უშვებს და ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს

სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალსაუკონოვანი კავშირები. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელიც მან ამერიკელ სენატორთან შეხვედრისას გააკეთა.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს.

 „დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალწახნაგოვანი და მრავალსაუკონოვანი კავშირები და ქვეყანას აქცევს დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორთან, გარი პიტერსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics