00:52 - 07 Jul, 2026
|
2023-09-25 18:34:59, 710 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა
რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს. საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბერს თავდაპირველად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა. რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)