04:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 11:14:24, 971 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ჯგუფის წევრებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ, დავნერგეთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 2300-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება. ვმუშაობთ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, უშუალოდ, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფარმაცევტული დანახარჯების შესამცირებლად. 
ვამაყობ, რომ საქართველო, იაპონიასთან და ტაილანდთან ერთად, თანათავმჯდომარეა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფში (UHC), რომელიც  მნიშვნელოვანი პლატფორმაა, გაეროს წევრი ქვეყნებისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის 2030 წლის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისებზე, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. 

ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics