|
2023-09-22 16:01:25, 623 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, უკვე ორი დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს
იმდენად შოკში არიან, რომ პრეზიდენტი ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვაზე არ იღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს დოკუმენტს, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვას ითვალისწინებს, მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მოულოდნელი იყო იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს. „რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ზუსტად არ შეიძლება ვიცოდეთ რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მარტივად შეიძლება ვარაუდი ამასთან დაკავშირებით. პირველი ვარაუდია, რომ ის შეიძლება ელოდება მითითებას და თავად ვერ წყვეტს ამას, როგორც სხვა საკითხებს. მეორე, ასევე, რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერაფრით მიაღწიეს იქამდე, როგორც მათ სურდათ, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ. წარმოუდგენელი და გამაოგნებელია, როდესაც (პრეზიდენტს) ორი, სამი დღის წინ სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს და უკვე ორი დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს. ეს ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ქალბატონი პრეზიდენტიც ამ გეგმის ნაწილი იყო და ამ დაბალი დუღილის ტემპერატურას მაინც ანარჩუნებინებს. ალბათ არ ელოდებოდა, როგორც ჩანს მოულოდნელი იყო მისთვის ეს გადაწყვეტილება და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ დრო გაახანგრძლივოს. ხომ ვერ წარმოიდგენდით, ორი დღის წინ ვინმეს რომ ეთქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაუგზავნის და პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად არ შეუწყვეტსო, ხომ წარმოუდგენელი იყო? თურმე ესეც წარმოსადგენია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)