|
2023-09-22 14:44:46, 614 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კრამონი იმ სისტემის ნაწილია, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით
ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს და “დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის“. მდინარაძის თქმით, კრამონი გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში. „ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით. ის არის იმ სულ რამდენიმე ჩვენს კოლეგას შორის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან წარსულის ბნელი პარტიის მხარდაჭერით. ისინი არ არიან დავალების მიმცემები, ისინი თავად იღებენ იგივე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები საქართველოს პარლამენტში, გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში. ბოლო დროის ეს ყველაზე მავნებლური კამპანია, მათ შორის ქალბატონი ვიოლას, როგორც ერთერთი შემსრულებლის ავტორობითაც გვევლინება ხოლმე“,- განაცხადა მდინარაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)