|
2023-09-22 13:04:50, 1010 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის მე-ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა. როგორც დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, მეორე ეტაპზე - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გადავიდა. "ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი 4 პრეტენდენტისგან და ჩავთვალეთ, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა. ამიტომ, ჩვენ კომპანიებს მივეცით ერთი თვე, რა ვადაშიც წარმოგვიდგინეს კონკრეტული დოკუმენტები. ჩვენ დაგვჭირდა დამატებით ერთი თვე იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეფასებინა... საბოლოოდ, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის ერთი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენილ ეტაპი, ვერ გადავიდნენ",- თქვა დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)