21:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 23:14:19, 1121 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა

პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

რაიდერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, უკრაინას რა დონის მხარდაჭერას გაუწევს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, გადაწყვიტოს, რა დონის მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინას", - აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics