|
2023-09-21 14:32:27, 547 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით ავტომაგისტრალზე დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური დედაქალაქის მერმა დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, კერძოდ, გორის მიმდებარედ დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური პირადად შეამოწმა. კახა კალაძის განცხადებით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 4 ადგილზე თბილისის მერიის ინიციატივით „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა. „ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი პროექტები ხორციელდება. მიხარია იმიტომაც, რომ ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც დავიწყეთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. უკეთესია, რაც მეტი ელექტრომობილი იქნება ქვეყანაში, დედაქალაქში, სადაც 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება პიკის საათებში, რაც ძალიან მძიმეა ქალაქისთვის გამონაბოლქვის, ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ამ ფონზე უფრო მეტი ელექტრომობილის შემოყვანის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, იყიდოს თუ არა ელექტრომობილი, პირველ რიგში, უყურებს ინფრასტრუქტურას, თუ სად დატენის ავტომობილს, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. დღეს უკვე თბილისში 80-მდე ელექტროდამტენი გვაქვს დამონტაჟებული. გავცდით თბილისის ფარგლებსაც. ახლა გორში ვიმყოფებით, სადაც „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ დავამონტაჟეთ სწრაფი დამტენები. სწრაფი დამტენები ასევე ხელმისაწვდომია თერჯოლაში, ბორჯომში, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტი განვახორციელოთ. ასევე, დედაქალაქში ვგეგმავთ გამოვყოთ კონკრეტული სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი თანამედროვე სადგურების მოწყობა, კაფეებით. მინდა, მადლობა გადავუხადო „ვისოლ ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის, ეს კონკრეტული პროექტი მათთან ერთად განვახორციელეთ. ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ. ელექტროდამტენების სადგურები ასევე მოწყობილია და ფუნქციონირებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)