|
2023-09-21 14:29:14, 526 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის ახალდანიშნულ დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მსოფლიო ბანკთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს; დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც წლებია მსოფლიო ბანკის გუნდისგან გვაქვს. მათთან თანამშრომლობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ და ქვეყანას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ფერმერების მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროექტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლების შესახებ. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატყეო სექტორს, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მზარდ სტატისტიკას, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებს. როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში აბდულაზიზ ფაგჰი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)