|
2023-09-20 16:04:50, 628 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე
ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, "ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერ დაუდგება". "ჩვენი უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოვედღიურად პროცესებში; ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში; ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში - ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი; ჩვენი ურთიერთობა აგენტებთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში, თორემ ესენი აგენტების დამჭერები არ არიან... ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წრეს... ხალხის სულისკვეთებას ვერაფერ დაუდგება წინ... ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, ქართველები ისედაც გადაშენების პირას ვართ მისული",- თქვა სააკაშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)