08:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:46:42, 659 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი დავასრულოთ

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა დავასრულოთ რუსული ჯაშუშური ქსელი საქართველოში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური გუნდი რუსეთის აგენტ ოთარ ფარცხალაძეს იცავდა.

„ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ ნახა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დამცველები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან არიან მხილებულები და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა ფარცხალაძის დაცვაში, ეს ადამიანები ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, საქართველოს ღალატში და ამიტომაც, დღეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ეფესბეს“ აგენტს ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში...

ჩვენ არაფრის არ გვეშინია. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე იმისთვის, რომ მათ შორის სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია, თითოეული საქართველოს მოქალაქის ჩართულობა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics