|
2023-09-20 14:32:39, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც - ცუდია, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში
მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც. ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, "რთულია, როდესაც ადეიშვილის მოადგილე რუსს გეძახის და ამაზე პასუხი არ უნდა გასცე". "ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის, არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც. ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზის სიახლოვეს, ფოიეში დეპუტატებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს და რუსეთის ჯაშუში უწოდეს. ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის სხდომის დაწყებისასაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სესია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვით უნდა დაწყებულიყო. ამას სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)