|
2023-09-20 10:20:18, 806 ნახვა
პოლიტიკა
TASS - საქართველოს, თურქეთსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება
საქართველოს, თურქეთსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. TASS-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCI) ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პადალკოს თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთ შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილეს. "ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე. ახლა 150 მანქანასა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია... თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კავშირის აღდგენა, როგორ წავა ის ახალი მარშრუტებით, რომლებსაც ინგუშეთი გვთავაზობს? ან აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც გარღვევის მომენტი იქნება",- განაცხადა პადალკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)