13:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 19:59:28, 1192 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი ფაშინიანზე - გამოიცანით, როგორი დასასრული ელის

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

მედვედევმა ყურადღება გაამახვილა, რომ სომხეთში ბოლო ხანებში ნატოს სამხედრო წვრთნები ჩატარდა, ხოლო სომხეთის პრემირ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

"ერთხელ ჩემმა ერთმა კოლეგამ ძმური ქვეყნიდან მითხრა: "მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, თქვენ მე არ მიმიღებთ". მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: "ჩვენ განვსჯით არა ბიოგრაფიით, არამედ საქციელით". შემდეგ მან ომი წააგო, მაგრამ სასწაულებრივად თანამდებობაზე შემორჩა. შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარ უღიმღამო დამარცხებაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაებრალებინა. შემდეგ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა. შემდეგ NATO-სთან წათამაშება გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტრებთან ორცხობილებით. გამოიცანით, როგორი დასასრული ელის..", - წერს მედვედევი Telegram-ზე.

ცნობისთვის, ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები, რასაც თავად "ანტიტერორისტული ღონისძიება" უწოდებენ, 19 სექტემბერს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics