|
2023-09-19 13:02:02, 637 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ყველა მსგავსი პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. „პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროგრესზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მისი ვიზიტი და ის მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)