|
2023-09-18 21:25:53, 1030 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სებ-ის მიერ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე - საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება
პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვას ეხმაურება. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და "როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას". "როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ იქ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირთულებს ზოგადად რეაგირებას. რა თქმა უნდა, ზოგადად, საჭიროა, ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგეება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ძირითადი უფლებები,მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება", - ამბობს კობახიძე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)