|
2023-09-18 16:32:21, 915 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა მადრიდში განაცხადა. როგორც კარასი აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის. „ევროპარლამენტმა ხმამაღლა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ჩვენი პერსპექტივა და საერთო ხედვა. ახლა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ ევროკავშირში და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ოტმარ კარასმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, მადრიდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)