15:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 14:09:11, 1041 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

უკრაინა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კაჩკას თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს.

„ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“,- განაცხადა კაჩკამ.

მისივე თქმით, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ქმედებები ევროკომისიისადმი უნდობლობის გამოცხადებაა.

„ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ქმედებები არის უნდობლობის გამოცხადება ევროკომისიისადმი. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ევროკომისია წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავაჭრო პოლიტიკას ადგენს მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ მიდგომის საფუძველზე ვმუშაობთ. ბუდაპეშტის და ვარშავის სისტემური მიდგომა, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკაში ევროკავშირის ინსტიტუტების იგნორირებას ახდენენ, ვფიქრობ, პრობლემური იქნება ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანობა არ არის“,- დასძინა კაჩკამ..

შეგახსენებთ,16 სექტემბერს, ევროკავშირმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა უნდა მოიხსნას. ევროკავშირის ეს ქვეყნები უკრაინულ პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ინდივიდუალურად გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics