|
2023-09-17 15:30:52, 904 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ლობირების მიზნით ევროპულ ტურნეს აგრძელებს. გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის შემდეგ ის შვეიცარიაში ჩავიდა. ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან გამოაქვეყნა. იმ გალერეადან, სადაც დღეიდან ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა იწყება. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ამასთან, ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საჭირო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)