10:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 17:14:46, 869 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს - სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე

ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს, იმიტომ, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, აღნიშნულ საქამეზე სუს-მა გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"ეს ისეთი საქმეა, რომელიც არ იფარცხება. ანუ, ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს, იმიტომ, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სუს-ის ნუ ატყუებს ხალხს, რომ თურმე შესწავლა მიდის. შესწავლა არის ბელეტრისტიკა და მოკვლევაც ნახევრად სამართლებრივი ტერმინია. აღიძრას საქმე",- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics