23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 14:30:08, 789 ნახვა

მსოფლიო
ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა, ამჯად ამინი დააკავა. 

როგორც "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი ბიურო იუწყება, ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. ამასთან, როგორც RFE/RL წერს, ამინის სახლი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ არის გარშემორტყმული, პოლიციის დიდი რაოდენობა შეინიშნება სხვადასხვა ქალაქშიც.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 სექტემბერს ირანში 22 წლის გოგონა, მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

ამასთან აღსანიშNავია, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics