2023-09-15 11:55:26, 854 ნახვა
სამართალი
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ლიჩში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს.
„სატვირთო ავტომობილები, დაილუქა და გადაყვანილ იქნა საჩხერის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),