23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 10:51:15, 781 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა რუსეთში სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომსომოლსკი-ონ-ამურის საავიაციო ქარხანა დაათვალიერა

რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით მყოფი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ კომსომოლსკი-ონ-ამურში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი საავიაციო ქარხანა დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თან ახლდა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი.

კიმ ჩენ ინს რეგიონის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები ქალაქის რკინიგზის სადგურზე, წითელ ხალიჩაზე დახვდნენ, შემდეგ კი, გადაიყვანეს საავიაციო ქარხანაში, რომელსაც საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელი ეწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "სუ-35"-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის საჩვენებელ ფრენასაც დაესწრო.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა  შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი 11 სექტემბერს, დილით გადაკვეთა.

ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics