05:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 19:26:19, 1991 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150 ბიზნესმენსა და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Associated Press სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს

დასანქცირებულთა შორის არის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტთან საქმიანობა გახდა.

"ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე შეტანილია სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics