|
2023-09-14 17:24:29, 979 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ ენმ-თან შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც სააკაშვილი იქნება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე, საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას კი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიკავებს. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საბჭოს შექმნა პარტიის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. "მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)