|
2023-09-14 16:08:30, 722 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს გერარდ ქვინს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი შეხვდა. შშმ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები, შშმ პირების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა ის მთავარი საკითხებია, რომელიც შეხვედრის ფარგლებში განიხილეს. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. “საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებას, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი მისაწვდომობის უზრუნველყოფასა და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითებები. ასევე, შემუშავებულია საქართველოს პროკურატურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, ხოლო საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა შშმ პირთა უფლებების დაცვას. 2023 წელს შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შშმ პირთა და შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, რომლებიც მოიცავს შშმ პირების, მათ შორის შშმ ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი შშმ არასრულწლოვნების საქმეების სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს. ანალიზების შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)