15:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 14:06:09, 795 ნახვა

მსოფლიო
NATO ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს

NATO ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, ტოდორ ტაგარევმა განაცხადა.

ტაგარევის თქმით, პროექტი ბულგარეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მშენებლობისთვის საჭირო თანხების ნაწილს კი, NATO უზრუნველყოფს.

"აუცილებელი ინფრასტრუქტურის, როგორიც არის ყაზარმები, ტექნიკის შესანახი შენობები და საგზაო ქსელი, მშენებლობა 55 მილიონი დოლარი დაჯდება. საბოლოოდ მივიღებთ მცირე ზომის სამხედრო ქალაქს. სამხედრო ბაზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება",- განაცხადა ტოდორ ტაგარევმა.

მისი თქმით, სამხედრო ბაზის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ხალხს არაფერი აწუხებს, ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობით რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობები არსებობს“,- აღნიშნა ტაგარევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics