|
2023-09-14 13:20:25, 713 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რაც დეგნანი წავიდა, აშშ-ის საელჩომ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში ამხილა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა კელი დეგნანმა დატოვა, დიპლომატიურმა უწყებამ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა. "ეს არის სპეკულაციები. ისინი ცდილობენ, გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის... კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში. მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განმარტა, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის ქვეყანაში განთავსება არ შეუთავაზებია.
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)