18:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 10:47:25, 1451 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნოვოდმიტროვკა დაბომბეს - დაიღუპა 6 წლის ბავშვი და დაშავდა 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში, სოფელ ნოვოდმიტროვკა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 წლის ბიჭი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. გარდა ამისა, დაშავდა მისი 13 წლის ძმა და მეზობლები, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ.

"00:00 საათის შემდეგ ოკუპანტებმა არტილერიიდან სოფელ ნოვოდმიტროვკას ცეცხლი გაუხსნეს. მტრის ჭურვები კერძო სახლსა და მის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შედეგადაც 6 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, დაიჭრა მისი 13 წლის ძმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, დაშავდა სამი მეზობელიც, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics