|
2023-09-13 23:58:47, 1178 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი OC Media-ს - ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან არასწორად წარმოაჩინეთ
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი OC Media-ს სტატიას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციით, მან "ზეწოლა ან მედიის დასჯა" სცადა, ის ადასტურებს მათთან კომუნიკაციას, თუმცა ამას "დონორების ინფორმირებას" უწოდებს. ''12 სექტემბრის თქვენს სარედაქციო სტატიაში თქვენ დამადანაშაულეთ, აშკარა მცდელობაში გავლენა მომეხდინა ან დამესაჯა გამოცემა აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო. ამას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო და მინდა განვმარტო, რატომ არის თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენივე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თქვენ არასწორად წარმოაჩინეთ ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან, რომელიც გულისხმობდა არა გავლენის მოხდენას ან დასჯას, აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო, არამედ დონორების ინფორმირებას თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ'', - წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)