|
2023-09-13 20:18:17, 1109 ნახვა
სამართალი
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის" საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა. "ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის" სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 60 000 ლარი, რომელიც მ. ქ.-ს მართლზომიერ განკარგულებაში იმყოფებოდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა. მ. ქ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლომ მ. ქ.-ს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა. მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)