|
2023-09-13 15:36:28, 750 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვა - ინფორმაცია, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას, სრულ სიცრუეს წარმოადგენს
აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემასთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაცია შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას დაეყრდნონ. "თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის,"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)