06:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 21:24:20, 720 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი - შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა, 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ერთად დაიწყეთ

მოვისმინე რა ნაბიჯები გადაიდგა, ვისაუბრეთ ბორელის ვიზიტზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, 12 პუნქტის იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში ქართველ დეოუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ანგარიში იქნება ოქტომბერში და მმართველ პარტიას ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი.

„რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას, მე ყოველთვის და ბევრი წელია ვამბობ, რომ შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა ერთად 12 რეკომენდაციაზე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა. ანგარიში იქნება ოქტომბერში, ბევრი დრო არაა დარჩენილი. მე ვიცი რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული არ არის. ამავე დროს, ვიგებთ ინფორმაციას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, მოდის ინფორმაცია რუსეთთან ფრენებზე. თუ ყველაფერს ერთად დავაწყობთ, არსებული სიტუაცია გამოწვევებით სავსეა და მოდით, დასხედით და ერთად იმუშავეთ, გააკეთეთ ის რაც თქვენი გასაკეთებელია, შეასრულეთ თქვენი ნაწილი და მხოლოდ მაშინ უნდა ელოდოთ პოზიტიურ ანგარიშს“, - განაცხადა კალიურანდიმ.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. 

სტრასბურგში ვიზიტის მთავარი თემაა კანდიდატის სტატუსი და პარლამენტარებისთვის ბოლო ინფორმაციის მიწოდება 12 პუნქტის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics