17:52 - 27 Jun, 2026
|
2023-09-11 19:23:14, 797 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოლქებში ჩატარებული არჩევნები მკაცრად დაგმო
ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოლქებში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნები და აღნიშნა, რომ არ აღიარებს მათ შედეგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. „ეს უკანონო ე.წ. „არჩევნები“ უკრაინაში ჩატარდა რუსეთის მიერ პასპორტების, მათ შორის ბავშვებისთვის იძულებითი და უკანონო გაცემის, იძულებითი დეპორტაციის, ადამიანის უფლებების ფართო და სისტემური დარღვევისა და უკრაინის მოქალაქეების დაშინებისა და მზარდი რეპრესიების ფონზე“, - განაცხადა ბორელმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)